უკან

საზოგადოება

12 დეკემბერი, 2019 17:10
font-size

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“-ია.

როგორც „მედიანიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ტექსთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა.

„პირველად „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს, ლონდონში, ოლივერ უორდროპის მიერ გამოიცა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და).

წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. მრავალი თავგადასავალის შემდეგ უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გახდა, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის ყდაში ჩასვა, თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ გზაზე ეტლში დარჩა. ამის შემდეგ ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუვარდა ხელში. ექვთიმემ კი ის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მოგვიანებით, წერეთლების დაჟინებული მოთხოვნით, რამოდენიმე დღით ხელნაწერი კვლავ წერეთლებს გადაეცათ. თუმცა, ექვთიმეს მცდელობით ხელნაწერი უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ამოჭრილი იყო. 1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდნენ. უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით გახდა ცნობილი სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სამშობლოში დააბრუნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

„განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ "საქართველოს ბანკს" ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის -„ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ 36 ილუსტრაციით, მათ შორისაა ის 9 ილუსტრაციაც, რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ, „საკრედიტო საზოგადოების“ შენობაში გაიმართა, რომელიც პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა. „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით „საქართველოს ბანკი“ პარტნიორთან ერთად კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge, სადაც განთავსდება „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი