უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

31 მაისი, 2017 16:35
font-size

საქართველოს ბანკის ორგანიზებით აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის თაობაზე საქართველოში პირველი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკმა აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) თაობაზე თბილისში პირველი რეგიონალური კონფერენცია (Wealth Conference) გამართა. ბანკის განცხადებით, Wealth Conference მიზნად ისახავს მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს, როგორც პრივატული საბანკო მომსახურების რეგიონალური ცენტრის გაცნობას.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები, მათ შორის საუბარი იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის, ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის შესახებ. კონფერენციას დაესწრენ წამყვანი ფინანსური ორგანიზაციები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს ბანკის საერთაშორისო კლიენტები და სპეციალისტები იურიდიული და საგადასახადო მომსახურეობის სფეროდან.

„საქართველოს ბანკი აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ყველაზე წარმატებულ, შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. დღეისათვის ჩვენ ვასრულებთ ოპერაციებს წარმომადგენლობითი ოფისების მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ქვია, მას კი მრავალი უცხოელი მომხმარებელი ძალიან მიმზიდველად აღიქვამს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კომერციული ბანკების მხრიდან თავიანთი საბანკო საქმიანობის დივერსიფიკაციას და ამ კუთხით ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას. აღნიშნული მიმართულების განვითარება მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება კომერციული ბანკებისაგან. მნიშვნელოვანია, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე მიანიშნებს და დადებითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი