უკან

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2019 14:23
font-size

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლაშა ლაბაძემ - დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა; ბიზნეს ომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, ასევე , შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. იქედან გამომდინარე რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ რომლის დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, სექტემბერში ამოქმედებული კანონის ახალი რედაქციით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება უფრო მარტივად და ამასთან, სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

NS

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`