უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2024 17:27
font-size

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge მდგრადი ეკონომიკის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განათლების ხელშეწყობას განაგრძობს, სწორედ ამიტომ, უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას ახლახან მორიგი კურსი, მდგრადი ეკონომიკა დაემატა.

კურსი საინტერესოა ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს, დანერგოს მდგრადი პრაქტიკები ყოველდღიურ საქმიანობაში, შეამციროს დანახარჯები და მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. კურსს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია უძღვება.

კურსი ათ ვიდეოლექციას მოიცავს და მისი გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს: მდგრადი განვითარების კონცეფციის არსი; კლიმატის ცვლილების გავლენა ბიზნესზე; მდგრადი ბიზნეს მოდელები; რესურს ეფექტიანობა და სუფთა წარმოება; გარემოსდაცვითი მართვის სისტემები; გარემოსდაცვითი სტანდარტები; ენერგოეფექტურობა ბიზნესში; მდგრადობა და ახალი პერსპექტივები; მდგრადი ფინანსები.

„საქართველოს ბანკი მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს, საპასუხოდ კი ქმნის პროექტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად მოამზადებს. ასეთი პროექტია ბიზნესკურსიც, რომელიც უკვე 50-ამდე უფასო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს. პლატფორმა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. იგი მუდმივად ახლდება. ახალი ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა - თანამედროვე ბიზნესისთვის რელევანტურ საკითხებს მოიცავს. თანამედროვე მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც მწვანე ინიციატივებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ ახალი ბიზნესკურსი მსმენელებს გარემოსდაცვით საკითხებში ნავიგაციას გაუწევს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

დარეგისტრირდით მდგრადი ეკონომიკის ბიზნესკურსზე ამ ბმულიდან ან შეარჩიეთ სასურველი კურსი პლატფორმაზე Businesscourse.ge

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

16 სექტემბერი, 2024 , 15:21

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლ

აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:50

ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, &ndash

ნადირობის სეზონის გახსნიდან 20 დღეში უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოვლინდა

16 სექტემბერი, 2024 , 11:33

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს. უ

ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:27

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მ

სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:24

სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი

მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი