უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 მარტი, 2024 17:05
font-size

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

საქართველოს ბანკის ინიციატივით, რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, იდეათეკა განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს.

საქართველოს ბანკის თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

საქართველოს მასშტაბით, იდეათეკა უკვე 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

“საქართველოს ბანკისთვის განათლება უცვლელი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივების პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის კი გამორჩეულ ადგილს საქართველოს ბანკის იდეათეკა იკავებს. უკვე მეოთხე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის გაზრდას. ჯამში ჩვენ უკვე 21 იდეათეკა გავხსენით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

13 მაისი, 2024 , 13:48

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სასწავლებლე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი