უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2025 15:40
font-size

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

30 საგანმანათლებლო პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ეს საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, მესამე წელია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სტიპენდიების პროექტს ახორციელებს.

წელს, სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკი 350-ზე მეტი სტიპენდიატი.

ინფორმაციისთვის:

  • -საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
  • -სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • -საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში ჩართული უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 30 საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი