უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

საქართველოს ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მმართველ გუნდებში ახალი დანიშნვები განხორციელდა

2017 საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ განაცხადეს ახალი დანიშვნების შესახებ მმართველ გუნდებში. კერძოდ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ფინანსური მიმართულებით ინიშნება დავით წიკლაური, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე საოპერაციო მიმართულებით - ლევან ყულიჯანიშვილი და ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით - ვასილ ხოდელი.

დავით წიკლაური და ლევან ყულიჯანიშვილი უკვე არიან საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები, ხოლო ვასილი აქამდე ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხსენებული დანიშვნები ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათი დამტკიცებისთანავე. საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მიერ ივლისში გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლის შედეგადაც კომპანია განვითარდება ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით (საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი), ინიშნება ჯგუფის ახალი ფინანსური დირექტორი - ლევან ყულიჯანიშვილს ამ პოზიციაზე შეცვლის გიორგი ალფაიძე, რომელიც აქამდე ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვისა და ინვესტორებთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა.

„მოხარული ვარ, რომ ხსენებული დანიშვნები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიაში ბევრი ნიჭიერი მენეჯერი გვყავს. მას მერე, რაც საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“, გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ განვითარდეს ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით - საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი, დარწმუნებული ვარ, ფინანსური დირექტორის ფუნქციის გამოყოფა და ბანკის მმართველი გუნდის განახლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების დამოუკიდებლად წარმატებით ზრდას“, განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი