უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 აპრილი, 2018 14:45
font-size

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. წელს Welcome to Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია გაიმართება.

როგორც დღეს საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, აღნიშნული პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

2018 წელს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ, ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ნომინაცია: „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ და მეორე ნომინაცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის - „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული ნომინციების გამარჯვებულები, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ბანკის მიერ გასულ წელს. საქართველოს ბანკი წლევანდელ მონაწილეებსაც განსაკუთრებულ პრიზს გადასცემს.

ამარჯვებულების ვინაობა, ტრადიციულად ყოველწლიურ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდება, დეკემბერში. ხოლო მანამდე ივნისის დასაწყისში, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, Welcome to Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო, სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და უახლეს ინფორმაციას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს

20 აგვისტო, 2018 , 16:15

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, - ამის თაობაზე ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლების საგანგებო პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.  მწარმოებლები საჯარო აქტ

ივლისში კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე ფასები შემცირდა, თუმცა წინა წელთან შედარებით - გაიზარდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,7

კერძო გამსესხებლებისთვის შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა

20 აგვისტო, 2018 , 13:30

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ. სამოქალაქო კოდექსში ცვლილების ინიციატივის ავტორი საქართვე

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა - დავით ბაქრაძე

17 აგვისტო, 2018 , 16:10

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, რასაც სჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარ

ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება

17 აგვისტო, 2018 , 12:55

მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყ

ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება - გიორგი ქობულია

17 აგვისტო, 2018 , 12:55

„ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობული

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან