უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ივლისი, 2020 12:24
font-size

საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული ფინანსური რესურსი COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა - ბადრი ჯაფარიძე

7 აგვისტო, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი შეაფასა. „იანვარში გახარიას

„ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით - ნათია თურნავა

6 აგვისტო, 2020 , 15:40

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმ

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - გიორგი გახარია

6 აგვისტო, 2020 , 15:40

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ვარდნა მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2021 წლის პრგონოზირებისას ეს პირველი პესიმისტური

ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება - კობა გვენეტაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:10

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. „მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისი

ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა - ნათია თურნავა

5 აგვისტო, 2020 , 14:55

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭ

„შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის - ნათია თურნავა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის&ld

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე