უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:55პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- 18.01.2021 10:55ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
ეკონომიკა


საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა 12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოს ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ „საკრედიტო საზოგადოებ“-ის შენობა, რომელიც საქართველოს ბანკის სათაო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. ეს ადამიანები გლობალურ ლიდერებად დასახელებულნი არიან ნოვატორული საქმიანობისათვის. პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომების და გადაჭრის გზების დანერგვისთვის. მათი მისიაა, ააგონ ხიდები მსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, ააგონ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული, ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობები. ყოველივე ეს კი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, სწორედ ასეთი ტიპის მსოფლიო ლიდერებს გააცნოს და გაუზიაროს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს ბანკმა, მასპინძლობისას World Economic Forum-ის ახალგზარდა გლობალურ ლიდერებს, მნიშველოვანი ინფორმაცია გააცნო - საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა სექტორში არსებული მიღწევები. მათ შორის, ღვინის სექტორში მიმდინარე სიახლეები, რომელიც სტუმრებს საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია, Galt&Taggart-მა მიაწოდა.
ცნობისთვის - Young Global Leaders-ი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია და დაფუძნდა 2004 წელს, რათა ეპასუხა მსოფლიო გამოწვევებისთვის. Young Global Leaders-ის წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები.
NS

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე
16 იანვარი, 2021 , 15:15

უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაერთიანება კერძო სექტორისთვის იქნება სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციებისთვის - ქით ქროქი
15 იანვარი, 2021 , 14:10

დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 15.9 პროცენტით გაიზარდა
15 იანვარი, 2021 , 13:03

კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
14 იანვარი, 2021 , 16:55

რომელ დარგებს დაუსუბსიდირდებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი
13 იანვარი, 2021 , 14:10

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება ექვსი თვით გახანგრძლივდა
9 იანვარი, 2021 , 15:20