უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 ივლისი, 2020 12:39
font-size

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოს ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის 50%-ს დააზღვევს და მიმართულია ისეთი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინვესტიციებს და საბრუნავ კაპიტალს, ასევე, განვითარებისთვის საჭირო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში, EIB ჯგუფი 80%-ით დააზღვევს ასევე საქართველოს ბანკის მიერ გაცემულ სესხებს საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იმ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებზე, რომელთა საქმიანობაზეც COVID-19 პანდემიამ ნეგატიური ეკონომიკური გავლენა იქონია.

“მოხარული ვარ რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის თანამშრომლობა InnovFin გარანტიის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. ეს პარტნიორობა ბანკს მისცემს შესაძლებლობას შესთავაზოს ფინანსური სერვისები ისეთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებს, რომლებიც არიან ინოვაციებზე ორიენტირებულნი და ინვესტიციებს მიმართავენ კვლევებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც InnovFin გარანტიაა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიზნესების მოდერნიზაციისთვის და მათი სტანდარტების ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისთვის. როგორც ფინანსური ინსტიტუტი, მოხარული ვართ, რომ ერთის მხრივ, გვექნება შესაძლებლობა, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, და მეორეს მხრივ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სასესხო პორტფელი. მინდა მადლობა გადავუხადო EIB ჯგუფს ამ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„ევროკავშირის ბანკის დაფინანსება ქართველი ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს კიდევ უფრო ინოვაციური, მწვანე ეკონომიკის შექმნას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. მცირე ინოვაციურ საწარმოთა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა EIB ჯგუფის COVID-19 კრიზისზე საპასუხო გეგმის ძირითადი კომპონენტია. ეს ოპერაცია InnovFin SME Guarantee პროგრამის ფარგლებში EIB ჯგუფისა და მისი სანდო პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება. საგარანტიო პროგრამის ახალი მახასიათებლები, რაც EIF–ს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოვოს გარანტიებისა და კონტრ-გარანტიების პირობები, სტიმულს მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს შეძლონ იმ მცირე და საშუალო ბიზნესების საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება, რომლებიც დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად“,- განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ბანკის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

„მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი საქართველოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამ კომპანიების უმრავლესობა დაზარალდა COVID-19-ის კრიზისის გამო. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეშვეობით, შეძლო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც მათ დაეხმარებათ დაძლიონ არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისთვის ინოვაციებში ინვესტიციები განახორციელონ“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

NS

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

22 იანვარი, 2021 , 18:21

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ვითიბი ბანკის ფინანსური მხა

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა

22 იანვარი, 2021 , 16:10

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირ

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპრო

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

21 იანვარი, 2021 , 12:35

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსებობდეს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხა

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

20 იანვარი, 2021 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14