უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეხუთე შეხვედრა გამართა
საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს სახელით: “სტუმარ-მასპინძლობის სტამბა“, რომელიც ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ლიდერი კომპანიის - “აჭარა ჯგუფის” განვითარებას მიეძღვნა.
შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა- ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესში ქართული კომპანიის მიერ შექმნილ გამორჩეულ და მაღალ სტანდარტზე; სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, ქართული სტუმარ-მასპინძლობის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ.
ბიზნეს კაფეს მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტს, რომელიც 2018 წლიდან მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანია ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალური შეხვედრა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
NS