უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ივნისი, 2019 13:10
font-size

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა

საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის კონფერენცია - ‘”ინვესტორთა დღე” გამართა.

როგორც “მედიანიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საბანკო სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე, საცალო და კორპორატიულ საინვესტიციო მიმართულებებზე. კონფერენციაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან, ქვეყნის პირველ პირებთან ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. რეგულარული და ეფექტური შეხვედრები ინესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად", -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კონფერენციას - „ინვესტორთა დღე“-ს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული 100-მდე ინვესტორი და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები.

NS

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი