უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მარტი, 2017 17:10
font-size

საქართველოს ბერლინის კედლის ნაწილი გადაეცა

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას ინფორმაციით, ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში საქართველოს სიმბოლურად ბერლინის კედლის ნაწილი გადაეცა.

როგორც ლადო ჭანტურიამ ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბარში განაცხადა, ბერლინში საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს მას გადაეცა ბერლინის კედლის ერთი ნაწილი, რომლის საქართველოში გაგზავნის პროცედურა დღეს დასრულდა.

მისივე თქმით, კედლის მეორე სეგმენტი გერმანელებმა დაბა ჯვარს გადასცეს, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს და ქართველი ელჩის მშობლიური ქალაქია.

“ბერლინის კედლის დანგრევამ წარმოშვა იმედი იმისა, რომ ხელოვნურად აღმართული არცერთი საოკუპაციო კედელი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, არ დარჩება მუდმივად. ამიტომ ბერლინის კედელმა თავისუფლების სიმბოლოს ფუნქცია შეიძინა, ხოლო ბერლინის კედლის ნაწილებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში დაიდეს ბინა. ბერლინის მსგავსად საქართველოშიც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გვაქვს საოკუპაციო კედლები, რომლებიც აუცილებლად დაინგრევა. ბერლინის კედელი ამის თვალსაჩინო სიმბოლოა,”- განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები 28-29 აპრილს გაიმართება

26 აპრილი, 2019 , 19:00

ბათუმობასთან დაკავშირებით წელს ღონისძიებები 28 აპრილის 12:00-დან 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნა

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა

26 აპრილი, 2019 , 17:17

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს. რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა

საქართველოში პირველად, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება

26 აპრილი, 2019 , 12:30

სამედიცინო ტურიზმის განვთარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები

დავით გარეჯში, მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა

26 აპრილი, 2019 , 12:00

დავით გარეჯში მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. როგორც დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, ,,საბედნიეროდ გზა გაიხსნა, მომლოცველებს და სასულიერი პირებს გადაადგილების საშუალება დილიდან მოგვეცა

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა

26 აპრილი, 2019 , 11:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა. უწყების ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინა

აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

26 აპრილი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ,