უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 იანვარი, 2021 12:35
font-size

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსებობდეს.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი.

„ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე. 2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე. რასაკვირველია, უცვლელი უნდა დარჩეს და მკაცრად გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა, პერიოდული ტესტირება თუ სხვა, რაზეც ეპიდემიოლოგები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი შეთანხმდებიან. თუმცა ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი. ჩვენ მხოლოდ ამ გზით, შეგვიძლია დავამარცხოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" ავრცელებს.

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 12:00

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა.

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 11:20

2021 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 93.6 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 87.2 პროცენტი შეადგინა და წლიურად 91.9 პროცენტით

27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

26 თებერვალი, 2021 , 15:50

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ, 27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ღონისძიება თბილისის დროით 15:00-2

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა

25 თებერვალი, 2021 , 14:14

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით, ანუ 0.13 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პი

ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას - ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი, 2021 , 12:55

ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, რომ მათი მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბ

ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა

19 თებერვალი, 2021 , 12:10

2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 6.4 პროცენტით, 166.4 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. საქართველოს სტატ