უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 სექტემბერი, 2020 17:25
font-size

საქართველოს და აზერბაიჯანს, როგორც ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, შევაფასეთ, თუ რა იყო დღემდე, როგორ მოვედით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. მაგალითად 2019 წელს, სექტემბერში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახლადაშენებული შენობა და მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის მხარდაჭერით. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და დღეს იქ 160 მოსწავლეზე მეტი იღებს განათლებას, ეს არის სწორედ გამოძახილი ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარებული წირვა-ლოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. დავით ზალკალიანის განცხადებით თავის მხრივ საქართველო ზრუნავს აზერბაიჯანული კულტურის, ენის და თვითმყოფადობის გაძლიერებასა და განვითარებაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებს აზერბაიჯანული სკოლები, კულტურისა და განათლების ცენტრები, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურისა და განათლების სამინისტროები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

„გასული წლის ოქტომბერში, ბოლო 120 წლის განმავლობაში, პირველად ჩატარდა საზეიმო წირვა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში. აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი დიდი ყურადღებით ეპყრობიან ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას. ჩვენი მხრიდანაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, იგივე აზერბაიჯანული ენის სწავლების თვალსაზრისით საქართველოში, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და საგანმანათლებლო ცენტრებში, არის სურვილი გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარეობს. პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის დავსახოთ ახალი პროექტები, ახალი მიზნები და წარმატებით მივაღწიოთ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს„ - განაცხადა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი