უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2018 17:20
font-size

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი საკითხები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

მხარეები მიესალმნენ, ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მზარდ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს მიღწევების და რეფორმების გაზიარების მიზნით არსებულ აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც ინდონეზიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. აღინიშნა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების და ამ მიზნით თანამშრომლობის ახალი ფორმატების დანერგვის პერსპექტივას. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა აღნიშნული მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

საუბარი აგრეთვე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის პარტნიორობას და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან (ASEAN) საქართველოს დაახლოების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით ინდონეზიასთან თანამშრომლობის საკითხებს.

დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული - დავით ზალკალიანი

17 აგვისტო, 2018 , 14:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემაულ

სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს - სოზარ სუბარი

17 აგვისტო, 2018 , 13:45

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. სუბარმ

საშინაო ვალის პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს - მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო, 2018 , 12:55

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საშინაო ვალის პრობლემის გადაჭრას გარკვეული სტრატეგია სჭირდება და ამჟამად მასზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა

თბილისში რუსეთის ვიზების ცენტრი გაიხსნა

17 აგვისტო, 2018 , 12:55

თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცედურის დაჩქარებაა. რუსეთის ოფიციალური სავიზ

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან

17 აგვისტო, 2018 , 12:10

ქ. ასუნსიონში, ეროვნული კონგრესის სასახლეში, საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას, პარაგვაიში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ყურაშვილისა და პარლამენტის საგარეო უ

პრემიერი ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს

17 აგვისტო, 2018 , 11:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დაწყებამდე განაცხადა. 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თ