უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აპრილი, 2019 14:35
font-size

საქართველოს და მადაგასკარს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაცია მადაგასკარის რესპუბლიკას ეწვია და გამართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო მადაგასკარის მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის ტაჰირი რაციმანდაო.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, მეცნიერების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

კონსულტაციების ფარგლებში შემუშავდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების და განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავდა. ქართულმა მხარემ ასევე დაადასტურა მზადყოფნა მადაგასკარის მხარეს გაუზიაროს სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკური განვითარების და სხვა სფეროებში საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

საქართველოს დელეგაციამ მადაგასკარელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”) უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, ამავე დროს, მადლობა გადაუხადა მადაგასკარის ხელისუფლებას, საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ანტანანარივოში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაცია შეხვდა მადაგასკარის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქრისტიან ნცაის, მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიაინა ანდრიანციტოჰაინას და მადაგასკარის სენატის პრეზიდენტს, რივო რაკოტოვაოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ხელისუფლების სახელით, მადაგასკარის მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და წარმატება უსურვა ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა მადაგასკარის ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან, ტურიზმის ეროვნულ ბიუროსთან, მადაგასკარის ექსპორტიორ და იმპორტიორ, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებთან. საუბარი შეეხო საქართველოს და მადაგასკარის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

მადაგასკარის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თანმხლები დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ანტანანარივოში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა - გიორგი ჩაკვეტაძე

25 ივნისი, 2019 , 17:56

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლ

ძალადობისა და უსამართლობის მიმართ საზოგადოების აღშფოთებასა და პროტესტს ხელისუფლებამ უპასუხა სიყრუით - ნატო ჩხეიძე

25 ივნისი, 2019 , 17:15

ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესის გამო კიდევ ერთხელ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუმართლებლის გამართლება და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალადობრივი და უკანონო ქმედების გათეთრება და სასწრაფოდ შეთხზუ

შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი - ბიძინა გეგიძე

25 ივნისი, 2019 , 15:55

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძემ პარლამენტშ

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის კონკრეტული პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა - სოფო კილაძე

25 ივნისი, 2019 , 15:40

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის კონკრეტული პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა, - ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომა

ეკა ბესელია უმრავლესობას: რა გინდათ, თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი „მოსულა“? ეს არის თქვენი ლოგიკა?

25 ივნისი, 2019 , 15:10

თქვენ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში? თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია? - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდ

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

25 ივნისი, 2019 , 14:45

პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ყავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ თანაგუნდელი ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. მათ კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი.