უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 ივლისი, 2019 12:55
font-size

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შესაბამის შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიანიჭა.

უვიზო რეჟიმით როგორც საქართველოს, ისე სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციის მოქალაქეები ისარგებლებენ.

სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია (ასევე, ცნობილია როგორც სენტ-კრისტოფერის და ნევისისფედერაცია) კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 55 ათასს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ 2014 წლის სექტემბრამდე შემოდიოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სენტ-კიტსი და ნევისის 92 მოქალაქე ეწვია, 2019 წლის იანვარ-ივნისში კი, 35.

ნუ დავუშვებთ, რომ COVID19 გახდეს შიმშილის თამაში!

2 აპრილი, 2020 , 15:50

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უვცლელად გთავაზობთ: „მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს გადასცდა

28 მარტი, 2020 , 15:00

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 600 000-ს გადასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ვირუსით მსოფლიო მასშტაბით 27 862 ადამიანია დაღუპული, 131 826 ადამიანი კი –

დონალდ ტრამპმა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ხელი მოაწერა

28 მარტი, 2020 , 11:34

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

28 მარტი, 2020 , 11:27

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობით ინფიცირებულების რიცხვი ერთი ქვეყნისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 მარტი, 2020 , 15:50

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერმა მიკრობლოგ „თვითერზე“ თავად დაწერა. „ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ტესტი ჩავიტარე და ის დადებ

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს

26 მარტი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვები დღეს „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა. „ამ ძალიან რთულ დ