უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ოქტომბერი, 2019 16:40
font-size

საქართველოს და სომხეთს აქვს პოტენციალი და შეასძლებლობა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაკავშირებული ჩვენს მეგობრებთან - ტიგრან ავინიანი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, მნიშვნელოვანია რომ ორმა ქვეყანამ სინქრონიზებულად იმუშაოს ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

„სომხეთს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანი აქვს, რომელიც იძლევა საშუალებას ყველაზე მოკლედ, ბანდერაბასის პორტიდან საქართველოს პორტებამდე იყოს კავშირი, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება აბრეშუმის გზის ინიციატივას. ენერგეტიკა გახლავთ კიდევ ერთი სფერო, სადაც ურთიერთდაკავშირებულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვაშენებთ მესამე მაღალი ძაბვის ხაზს ირანთან და მაღალი ძაბვის ხაზს საქართველოსთან ურთიერთდაკავშირებული სადგურებით, რომლებიც სინქრონიზების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები საქართველოში, ასევე სომხეთში,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტიგრან ავიანიანმა.

მსხვილ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობებს შორის ჰარმონიზებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. „თითოეულ ძირითად პროექტს, რომელიც შეიქმნა თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეკონომიკური, რეალური საფუძველი. როცა ვსაუბრობთ მეგაპროექტებზე, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც კი, მწამს, რომ პოლიტიკის ჰარმონიზაცია არის უმნიშვნელოვანესი საკითხი.“ - აღნიშნა ტიგრან ავინიანმა.

ანკარაში, პირველად 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 12:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დრ

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა - ეროვნული ბანკი

16 ნოემბერი, 2019 , 15:20

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოს

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმ

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურება დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შ

ქართული გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-ში გაიყიდება

13 ნოემბერი, 2019 , 13:00

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა,  რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს. პირველი პარტიის გაგზავნა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.