უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2018 16:55
font-size

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და მერის მოადგილეებთან ერთად, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა.

დედაქალაქის მერმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, ევროპული ქვეყნების ლიდერებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოში, ასევე, საზღვრებს გარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ ლიდერებს სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ პავილიონში - ინსტალაცია „100“, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ არის განთავსებული, თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით მოცულობითი ციფრებია წარმოდგენილი. ოპერის თეატრის მიმდებარედ განთავსებულია კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით, სადაც დღის განმავლობაში, სხვადასხვა ძველ ფილმებს აჩვენებენ. წარმოდგენილი იქნება ასევე, ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით - „1918-2018“.

თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია რუსთაველის გამზირზე, 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენაა. პროექტში სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე, სტუდენტები მონაწილეობენ.

რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგოც განთავსდა, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტია დატანილ.

პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სამი საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თამაშები, ანიმატორები, სამაგიდო თამაშები. ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება ასევე, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, თოჯინების თეატრი, აზოტის, წყლის ბუშტების შოუ და სხვა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები.

ამთვალიერებელთათვის ეწყობა „მწვანე გაკვეთილები“, რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს უმზადებენ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი