უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივლისი, 2019 11:44
font-size

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმის მთავარი თემა იყო „მოქალაქეთა გაძლიერება, ინკლუზიურობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა“. HLPF-ის ფარგლებში, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით 47-მა ქვეყანამ ეროვნული ანგარიში წარადგინა. ფორუმის მინისტერიალის დონეზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოხსენებით წარსდგა და ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.

მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ანგარიშვალდებული და კორუფციისგან თავისუფალი მმართველობის, ასევე განათლების ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (მშპ-ის 6% წილი), ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა თემატურ სესიაში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც მონაწილე ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა შDGს-ისგანხორციელების კუთხით სხვადასხვა საკითხის შესახებ. ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას საქართველოში მთავრობის ადმინისტრაცია უწევს კოორდინაციას.

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი