უკან

კონფლიქტის ზონა

4 ივნისი, 2020 17:47
font-size

საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თემა. მან შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებისთვის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვაზე საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, რაც რიგ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებით მთავრდება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რეგულარულ ფორმატში განაგრძონ კონსულტაციებისა და ონლაინშეხვედრების ჩატარება, რათა მაქსიმალურად შეძლონ ადგილზე მიმდინარე პროვოკაციების აღკვეთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11 ივლისი, 2020 , 16:45

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარ

საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - სუს-ის უფროსის მოადგილე

10 ივლისი, 2020 , 13:20

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართულ

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

6 ივლისი, 2020 , 12:48

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

3 ივლისი, 2020 , 14:20

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს - დავით ზალკალიანი

25 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

22 ივნისი, 2020 , 20:39

ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე