უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2017 12:50
font-size

საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლები საშუალოზე დაბალია - „ფრიდომ ჰაუსი“

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ კვლევა გამოაქვეყნა სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017“. ანგარიში შეიცავს აღმოსავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანას. მასში საუბარია დემოკრატიის ხარისხზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, ეროვნული თუ ადგილობრივი მთავრობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კორუფციის დონე. ისინი ითვლება სპეციალური შკალით 1-დან 7-მდე, აქედან 1 საუკეთესოა, ხოლო 7 ყველაზე ცუდ მაჩვენებლად მიიჩნევა. საქართველოს ზოგადი შეფასება 4,61-ს ქულას შეადგენს.

ქვეყნები ხუთ კატეგორიადაა გადანაწილებული: დემოკრატიული, ნახევრად-დემოკრატიული, გარდამავალი მთავრობის, ნახევრად-ავტორიტარული და ავტორიტარული რეჟიმის. საქართველო თავისი დემოკრატიული მაჩვენებლებით გარდამავალი მთავრობის ქვეყნების რიგში მოხვდა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ალბანეთთად, მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად.

საქართველოს ზოგადი დემოკრატიული მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. ძირითადად ისინი საშუალოზე დაბალი ქულითაა შეფასებული: საარჩევნო პროცესი - 4.5/7, სამოქალაქო საზოგადოება - 3.75/7, დამოუკიდებელი მედია - 4/7, ეროვნულ დონეზე მთავრობის დემოკრატიულობა - 5.5/7, ადგილობრივი მთავრობის დემოკრატიულობა - 5.25/7, სასამართლოს დამოუკიდებლობა - 4.75/7, ხოლო კორუფციის დონე - 4.5/7.

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებად არიან მიჩნეული რუსეთი(6.57/7) და აზერბაიჯანი(6.93/7), ნახევრად-ავტორიტარულ ქვეყნად კი სომხეთი(5.39/7).

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას 2017 წელს, ანგარიშში მოყვანილი 29 ქვეყნიდან 18-ში დემოკრატიული მაჩვენებლების გაუარესება შეინიშნება. როგორც „ფრიდომ ჰაუსი“ წერს, ასეთი დაცემა მხოლოდ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მომხდარა. ხოლო 1995 წლიდან აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში უფრო მეტი ავტორიტარული რეჟიმია, ვიდრე დემოკრატიული.

დემოკრატიის კუთხით ყველაზე კარგი მაჩვენებელი ბალტიისპირეთის ქვეყნებს: ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს, ასევე პოლონეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას აქვთ.

ანა მებურიშვილი


საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით, არის გამოძიების მხრიდან შესაძლო მცდელობა

ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები, თუ დამიმტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაშინ დავიჯერებ - თეონა თამაზაშვილი

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატების ნაწილი შეიკრიბა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც მივიდა. თეონა თამაზაშვილის თქმით, მკვლელების დადგენის ნაცვლად, ადვოკატს ებ

გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში - ამირან გამყრელიძე

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირ

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.