უკან
უახლესი ამბები
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
- 19.03.2024 12:18ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა
- 19.03.2024 12:04ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
- 19.03.2024 10:50ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
არქივი
პოლიტიკა
24 მარტი, 2019 10:00
საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა
საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში დღეს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.
25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც ეწვევა.