უახლესი ამბები
- 20.04.2018 17:25საქართველოში ხვალ მცირე ნალექს ელიან
- 20.04.2018 17:25უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- 20.04.2018 17:25მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა
- 20.04.2018 17:25ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
- 20.04.2018 16:35აზიის განვითარების ბანკი გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს
- 20.04.2018 16:35#სანდოთანამგზავრის ფარგლებში კიდევ ერთი ტესტირება გაიმართება
- 20.04.2018 16:10სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოს შესწავლა დაიწყო
- 20.04.2018 15:35მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა
- 20.04.2018 15:35კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი „ნტვ-პლუსის“ ავტორიზაციის შესახებ საია-ს განცხადებაზე
- 20.04.2018 15:35აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს დღეს პეტრო პოროშენკო ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.
18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.
პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარასაც ესტუმრება.
მესტიაში მარგიანების სახლმუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.
ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.
ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
საკვანძო სიტყვები:

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს
20 აპრილი, 2018 , 16:35

მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ - ნუკრი ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე
20 აპრილი, 2018 , 14:40

გასაგებია, რომ ბოლომდე დაიცავდნენ ქიბარ ხალვაშის ინტერესებს - „რუსთავი 2“-ის იურისტი მთავრობის მოთხოვნაზე
20 აპრილი, 2018 , 14:15

არასამთავრობოები პარტიებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესს უარყოფითად აფასებენ
20 აპრილი, 2018 , 13:05

კახა კალაძე OGP-ს წარმომადგენლებს შეხვდა
20 აპრილი, 2018 , 12:40

„ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა - არმაზ ახვლედიანი
20 აპრილი, 2018 , 11:00