არქივი
კომენტარი
საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია ის, რომ საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას დღის წესრიგში - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს სასარგებლო ინიციატივის დაყენებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
საკითხის კომენტირებისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი აქცენტს საქართველოს დეოკუპაციის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვაზე აკეთებს.
„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია ის, რომ საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას დღის წესრიგში, ყველა შესაბამის ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ის მხარდამჭერი პოზიციები, რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და მივესალმებით, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდა მისი განხილვა,“-განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი