უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 აპრილი, 2020 10:20
font-size

საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს - ADB

2021 წელს, საქართველო ეკონომიკურ გაჯანსაღებას გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს.

როგორც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის.

ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — „აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020“-ის ვარაუდით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, მათი აზრით, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.

“საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა, უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებას და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას,“ - აცხადებს ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმი საქართველოში შეინ როზენტალი.

მისივე თქმით, „ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში.“

„ვაჭრობაში სარგებლიანობისა და მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გაზრდილი ხარჯვის შედეგად, 2020 წელს სერვისები 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად 6.3%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, 2020 წელს, მშენებლობისა და წარმოების ტემპის კლების ფონზე, ნავარაუდევია მრეწველობის 3.1%-იან ნიშნულზე შეჩერება, თუმცა 2021 წელს სამთო-მოპოვებით სექტორში 2.1%-ით ზრდაა ნავარაუდევი.

ადმინისტრირებული ფასების დადგენამ სურსათზე, 2020 წელს ინფლაციის 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო პერსპექტივები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებთან განვითარებულ მოვლენებზე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წელს კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის 4.4.%-ს შეადგენს, ხოლო 2021 წელს 4.2%-ს, რადგან იმპორტის უწყვეტი კლება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.

ექსპორტის ზრდა 2020 წელს 3.6%, ხოლო 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2020 წელს 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის.

ეკონომიკური ზრდის რისკებს წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელზე მეტად შენელება, სუსტი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის სფეროს ზრდის შეფერხება და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გამკაცრებული ლიკვიდურობა, რაც ნაწილობრივ კოვიდ-19-ის გავლენის შედეგია.

საქართველოს ბიზნესის განვითარებაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება სჭირდება. ქვეყანამ ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მთავრობას შეუძლია მეტად სანდო და ეფექტიანი გახადოს ელექტრონული კომერცია შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების გატარებითა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მეტად ქმედითი მექანიზმების შემუშავებით.

მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს განათლების რეფორმა და გააუმჯობესოს ციფრული ტექნოლოგიების სწავლება, განსაკუთრებით სოფლად, ეკონომიკის განვითარებაში მეტი ჩართულობის გასაძლიერებლად.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია.

საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი