უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2020 16:55
font-size

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის.

„საქსტატის“ თანახმად, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდს, სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3,798.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა",-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

ცხრა თვეში ექსპორტი 12 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ოქტომბერი, 2020 , 12:25

ცხრა თვეში ექსპორტი 12 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუ