უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 ოქტომბერი, 2020 13:00
font-size

საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, აზიის განვითარების ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში გამოწვევების დაძლევის გზით. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის ხელშემწყობი პროგრამა ADB-ის დახმარების საყოველთაო და ინტეგრირებული პაკეტის ნაწილია, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე პანდემიით მიყენებული ზიანის შესარბილებლად.

ADB-ის უმცროსი სპეციალისტის, როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამის განცხადებით, „პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად. ასევე, კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად“.

მისივე თქმით, პროგრამა დაეხმარება ხანდაზმულ მოქალაქეებს, ვინც „კოვიდ-19“-ის შედეგების წინაშე განსაკუთრებით დაუცველია.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა უმეტესად ეფექტურად უმკლავდება კოვიდ-19-ის გავრცელების შეკავებას, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკაზე ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესამჩნევი შენელებით. პანდემიამ ასევე გააჩინა დიდი ფისკალური გარღვევა, რადგან მთავრობის ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა გაზარდა სახელმწიფო ხარჯვა, ხოლო საგადასახადო შემოსავლები შემცირდა.

მათვე ცნობით, ADB-ის პროგრამა მიმართულია სახელმწიფო ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებისა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრების გაღრმავებისკენ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მთავრობის ვალის შემცირების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს რეფინანსირების საჭიროებისა და სავალუტო რისკების შემცირებას, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორია. მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი ეკონომიკის აღდგენის წინაპირობაა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა ასევე დაეხმარება კრიზისის დროს გაზრდილი სოციალური დაცვის პროგრამების ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას. ხელს შეუწყობს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მთავრობის ეროვნული საპენსიო სქემის რეფორმას და სხვა სოციალური დაცვის სისტემებს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიური აღდგენისთვის.

პროგრამა ADB-ის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული 100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და „კოვიდ-19“-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხად

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონ

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინსწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამი