უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
ეკონომიკა


საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გასაღები ელჩების ხელშია - იციკ მოშე
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშე საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მთავრობას ინიციატივით მიმართავს.
`მედიანიუსი~ იციკ მოშეს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
`საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ეროვნული ვალუტის _ ლარის სიმყარის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორთან აქტიური მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ საქართველოში ამჟამად არსებობს ყველანაირი პირობა წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის.
ამ საქმეში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე წარმატებულად აწარმოონ ეს კამპანია. ამასთან დაკავშირებით, მივმართავ საქართველოს მთავრობას შემდეგი წინადადებებით: პირველ ეტაპზე, ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან.
თბილისში 2-4 სექტემბერს დაგეგმილ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს დაევალოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნეს წრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა.
აქვე შევნიშნავ, რომ ინვესტიციების მოზიდვის საქმეში დიპლომატიური მისიის შესაძლებლობების თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობა ისრაელში თბილისის მერის ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით განხორციელდა და რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ მალე დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას მიიღებს.
ვფიქრობ, სხვა ქვეყნებშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსი აქტიურობა საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგის მიმცემი გახდება. საჭიროდ მიმაჩნია, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების მუშაობის ფორმატის შეცვლა; კერძოდ, მათზე გაცემული ლიცენზია უნდა მოიცავდეს წელიწადში ორჯერ საქართველოსა და მათ ქვეყანაში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას და ინვესტიციების მოზიდვას.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, თავის მხრივ, მზადაა საქართველოს მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს ორივე წინადადების განხორციელებაში და მას გვერდში დაუდგეს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასა და საჭირო კონტაქტების დამყარებაში~, _ ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
13 აპრილი, 2021 , 11:37

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
8 აპრილი, 2021 , 17:30

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
8 აპრილი, 2021 , 17:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
31 მარტი, 2021 , 12:50