უკან

პოლიტიკა

21 იანვარი, 2019 13:45
font-size

საქართველოს ელჩი ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიმდინარე წლის 15-18 იანვარს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ერისთავის ვიზიტი ელ სალვადორში, სამშვიდობო შეთანხმების 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს ელჩმა ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარლოს კასტანედასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებაზე, ასევე ელ სალვადორსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20-წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელ სალვადორი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას.

ვიზიტის ფარგლებში 18 იანვარს ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა ელ სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორმან კიხანოსთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდის საკითხები და საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის - SICA-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლებს - აღმასრულებელ დირექტორ ვერნერ ვარგასს და საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორ ედგარდო სანდოვალს. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსთან, როგორც SICA-ს დამკვირვებელ ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებები და უახლოესი სამოქმედო გეგმები.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი