უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 აპრილი, 2017 18:40
font-size

საქართველოს ელჩი ესტონეთში ესტონეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო-ესტონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელშესაწყობად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, ესტონეთის ბიზნეს სექტორის და შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა .

საქართველოს ელჩმა ესტონელი პარტნიორებისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების, წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც, ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ათამდე ესტონური კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო, რომელთა საქმიანობა ძირითადად უკავშირდება სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესს, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის სექტორებს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკის და განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის, “Enterprise Estonia”- ს საინვესტიციო სააგენტოს და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.

საქართველოში მოღვაწეობისა და წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა ესტონური კომპანია Skinnest Group,“-ის წარმომადგენელმა.

ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დაიწყო

22 ივნისი, 2017 , 18:30

მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანია Gulf Air-მა ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დღეიდან დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 ივნისი, 2017 , 17:30

22 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4080 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4081 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

ჰოლანდიელი იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება

22 ივნისი, 2017 , 17:30

ქართული ღვინის ჰოლანდიაში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვიენ, ჰოლანდიური კომპანია „Saperavi Wine Agency&ldquo

„უვ პრინტი“ - პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება

22 ივნისი, 2017 , 16:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 204 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „უვ პრინტი“ შეემატება. შპს "

საკრებულოში საინვესტიციო კომპანიასთან ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ივნისი, 2017 , 14:30

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი თბილისის მუნიციპალიტეტის

ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს - ილია ელოშვილი

22 ივნისი, 2017 , 14:30

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. "ბოლო 4 წლის განმავლობაში 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა - ეს არის 250 მეგავა