უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 აგვისტო, 2019 11:05
font-size

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებს. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საქმეში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ აქტივობებს, რაც ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტურსა და ურთიერთსასარგელოს გახდის.

მინისტრმა წარმატება უსურვა ელჩს მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული იერუსალიმში იგალ ამედი.

საქართველოს ელჩმა მინისტრთან შეხვედრამდე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს

16 ნოემბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავ

კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალური განცხადებას ავრცელებს

16 ნოემბერი, 2019 , 16:30

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხ

სოფო ქაცარავამ პარლამენტის მანდატიც დატოვა

16 ნოემბერი, 2019 , 16:15

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. აღნიშნული განცხადება ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 14:10

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია,- ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთ

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ