უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ - გუბერნატორს
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს პიტერ ქოსგროუს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორთან. შეხვედრაზე პიტერ ქოსგროუმ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დონეზე არსებულ ძალზედ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, სხვადასხვა სფეროში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება და სოფლის მეურნეობა. შეხვედრაზე ავსტრალიურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.
გენერალ-გუბერნატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის ურყევი და განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აღნიშნულ ჭრილში, მან, ასევე ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე მეზობელი ქვეყნებისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრალია არასდროს შეეგუება რუსეთის ამგვარ ქმედებებს.
საუბარში, პიტერ ქოსგროუმ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავსტრალიის ჩართულობაზე და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) საქართველოს მონაწილეობას.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის მიერ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ლანჩზეც.
ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილე გერი ქუინლენი ესწრებოდა.