უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 იანვარი, 2020 11:25
font-size

საქართველოს ელჩმა და ესტონეთის პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, იური რატასს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობას. დაფიქსირდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების გააქტიურების სურვილიც.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„იური რატასმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ესტონეთი იყენებს ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმას საქართველოს მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, მხარეებმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესიც განიხილეს. იური რატასმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების მხარდაჭერას.

არჩილ ყარაულაშვილმა მადლობა გადაუხადა იური რატასს საქართველოსადმი ესტონეთის მტკიცე თანადგომისა და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

21 იანვარი, 2020 , 17:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს – ტოივო

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონი

საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქ

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს დაესწრება. მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`