უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ნეპალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში, ინდოეთის რესპუბლიკა), არჩილ ძულიაშვილმა ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბიდჰია დევი ბჰანდარის რწმუნებათა სიგელი გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას, საქართველოს ელჩსა და ნეპალის პრეზიდენტს შორის ორმხირივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი კავშირების გაღრმავების პერსპექტივა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ნეპალში ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრები ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ნეპალის სავაჭრო პალატისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივებზე.