უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

7 თებერვალი, 2019 13:46
font-size

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს

თუ ხარ პროფესიონალი ან დამწყები მხატვარი და მიგაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

გაიცანი ჩვენი კომპანია (www.gse.com.ge) და ჩაერთე კონკურსში „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“!

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს თემატურ, სამხატვრო კონკურსს კომპანიის სლოგანის/გზავნილის თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

კონკურსის საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კომპანიის გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი Facebook მომხმარებელი შეარჩევს მოწონებების საშუალებით.

გამარჯვებულებს გადაეცემათ 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

კონკურსის პირობები!

Ø კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს;

Ø საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას. ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან გადამცემი ხაზი ან ელექტროგადამცემი ანძა;

Ø ნახატი უნდა შეიქმნას კონკურსის ფარგლებში. ზომა არანაკლებ 30X45 სმ-ისა;

Ø კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მოიტანონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში (თბილისი; ბარათაშვილის ქ. №2) 2019 წლის 7 მარტამდე;

Ø ნამუშევრების ფოტოები აიტვირთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/electrosystema ა/წ 12 მარტს;

Ø გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2019 წლის 20 მარტს.

12 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში, Facebook მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.

ყალბი გვერდებით დაფიქსირებული მოწონებები არ ჩაითვლება!

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება, გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ.

გისურვებთ წარმატებებს!

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი