უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 ივნისი, 2019 15:30
font-size

საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა

ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ „გუმათი 1-ის“ ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქცია დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა.

ჰიდროაგრეგატის დადგმული სიმძლავრე 11 მგვტ.-დან 12.7 მგვტ.-მდე გაიზარდა. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. ენერგო-პრო აგრძელებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ,“ - აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„გუმათი 1-ის“ მეორე ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქციის პროექტი დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გენერატორის სტატორი, რომელიც სლოვენიაში დამზადდა, აეწყო საქართველოში და უახლესი ტიპის დანადგარს წარმოადგენს. ასევე სლოვენიაშია დამზადებული ახალი მუშა თვალი. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატის კვანძებს, გარემონტდა დეტალები, დამონტაჟდა შეზეთვის და გაციების სისტემები, თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, ციფრული სარელეო დაცვები და ა.შ.

სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები მთლიანად ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის თანამშრომლებმა შეასრულეს.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი