უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირება იგეგმება
საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს - "ჩემპიონი შემფასებელი". კონკურსის პირობებით, ქართული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა გააანალიზონ ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და შეაფასონ მათი საინვესტიციო პოტენციალი.
ახალგაზრდებს ეს კონკურსი საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა და გამოიმუშავონ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ სტუნდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში 2-თვიანი სტაჟირება გაიარონ.
მსურველები 2018 წლის 26 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა კი 2018 წლის 25 დეკემბერია.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე - http://bit.ly/ჩემპიონიშემფასებელი