უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
არქივი
საზოგადოება


საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
დღეს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს.
როგორც "მედიანიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობისა და ამ კუთხით რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს.
მათივე ინფორმაციით, მიმოიხილეს პოზიტიური ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
"განხილვის დასაწყისშივე დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აღნიშნულის თაობაზე საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ასევე ჟენევაში გაეროს დარბაზიდან გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არაერთი დელეგაციის, მათ შორის, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიტვის, რუმინეთის, პოლონეთის, ესტონეთის, მოლდოვის, უკრაინის, თურქეთის შვეიცარიის მიერ, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და ამ მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მკაფიო განცხადებით უპასუხა რუსეთის ფედერაციის მიერ თავის გამოსვლაში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით. ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებით, რითაც დადასტურდა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ხოლო რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენდა მცდელობას, შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევების ფაქტებზე",-აცხადებენ უწყებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
2 მარტი, 2021 , 17:15

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
2 მარტი, 2021 , 16:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
2 მარტი, 2021 , 16:00

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მარტი, 2021 , 14:55

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 14:55