უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ნოემბერი, 2018 13:15
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, IOSCO ფასიანი ქაღალდების სექტორში გლობალურ სტანდარტებს აწესებს და მის მიერ შემუშავებული ბაზრის რეგულირების პრინციპები, მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ამასთან, ორგანიზაციის წევრები ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და თანამშრომლობით უზრუნველყოფენ ფასიანი ქაღალდების ბაზრების მეტ გამჭვირვალობას, სისტემური რისკების შემცირებასა და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ IOSCO-ს ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი მოიცავდა როგორც მოლაპარაკებებს IOSCO-ს წარმომადგენლობასთან, ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ქართული ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის IOSCO-ს პრინციპებთან შესაბამისობის თვითშეფასებას. სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში IOSCO-ს მუდმივ წევრად გახდომას გეგმავს.

IOSCO-ს ასოცირებული წევრობა, ერთი მხრივ, გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების ნდობასა და ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ - მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას. ამასთან, ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების გამოცდილება ბაზრის რეგულირებისა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

საკვანძო სიტყვები:

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფი

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა

21 თებერვალი, 2019 , 18:28

 „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ  რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის.  „ვენდი“ „გალერეა თბილისში&l

„თიბისი ბანკის“დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

21 თებერვალი, 2019 , 18:19

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს: “ეროვნული ბანკის საქმიანობა ემსახურება საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2019 , 15:50

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პრო

ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება

21 თებერვალი, 2019 , 11:44

თიბისი ბანკთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ: ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს, რაზეც გვინდა გ

მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს - ნათია თურნავა

21 თებერვალი, 2019 , 11:10

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლ