უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 მაისი, 2020 17:35
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს. ამ ინტერვენციებს მიზნებია სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის თავიდან არიდება. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ინტერვენციებს გამოიყენებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხებისა თუ გრანტების სახით მისაღები სავალუტო შემოდინებების ნაწილის ბაზრისთვის მისაწოდებლად“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ წინა წლებში გამოშვებული ობლიგაციის დაფარვა, მიმდინარე წლის მაისში სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის.

„იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ უარყოფითად არ იმოქმედოს გაცვლით კურსზე და შედეგად, ინფლაციის მოლოდინებზე, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით მიაწვდის. 21 მაისის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მათივე თქმით, ეროვნული ბანკი თავისი ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსქ და პოლიტიკის განაკვეთს.

„მიმდინარე წელს უფრო აქტიური ინტერვენციების საშუალებას ეროვნულ ბანკს გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკის განხორციელება აძლევს. სწორედ ამ უკანასკნელის შედეგად, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული ვითარების დროს ინტერვენციების საშუალებით ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების გარდა, ჭარბი მერყეობის შემცირების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავს წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში კურსის მერყეობა წინასწარ დადგენილ ნიშნულს გადასცდება, ეროვნული ბანკი განსაზღვრული ოდენობით მიიღებს მონაწილეობას სავალუტო ვაჭრობებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დღევანდელ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1915 შეადგინა.

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა - ბექა ლილუაშვილი

1 ივნისი, 2020 , 16:25

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე გა

ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ, ამიტომ დავიწყეთ დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა - ბექა ლილუაშვილი

1 ივნისი, 2020 , 15:30

გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც პრემიერმა არა ერთხელ აღნიშნა, ჩვენ ეპიდემიის და გლობალური პანდემიის პირველივე დღიდან გვაქვს ბრძოლა ორი მიმართულებით - ეპიდემია, ვირუსის გავრცელება, შეკავება და მართვა და მეორე მიმართულება

ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს

1 ივნისი, 2020 , 14:40

პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო

ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან - ლეშეკ ბალცეროვიჩი

30 მაისი, 2020 , 17:45

„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ე

მოხარული ვარ, რო, AE SOLAR - მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენ

`ატლანტიკ საქართველოს` გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:25

„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!