უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მარტი, 2017 15:35
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი `გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების` ფინალისტია

საქართველოს ეროვნული ბანკი გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოებაზეა მიწვეული. "გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის "რეგიონული პროექტის" ნომინაციაში ფინალისტად დასახელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნომინაციაში "რეგიონული პროექტი", საქართველოს ეროვნული ბანკი გასული წლის განმავლობაში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების გამო წარადგინეს. აღსანიშნავია პროექტი "სკოლა-ბანკი" და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლების საკითხების ეტაპობრივი ინტეგრაცია.

"გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოება" ფინანსური განათლებისა მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International - ის ინიციატივით წელს მეექვსედ იმართება, რომლის მიზანია იმ ინსტიტუტების აღიარება და წახალისება, რომლებიც ავლენენ განსაკუთრებულ პროგრესს და ინოვაციურ მიდგომებს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ფინანსური ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

Child and Youth Finance International - ი საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც სებ-ი აქტიურად თანამშრომლობს "გლობალური ფულის კვირეულის", "სკოლა-ბანკის" და ფინანსური განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების ფარგლებში.

"გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ცერემონიალი 2017 წლის მაისში, ბერლინში გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:55

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!