უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 იანვარი, 2020 17:50
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში.

ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის რელევანტურ ისეთ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

მომდევნო კვლევითი ნაშრომი "ფილიპსის მრუდის იდენტიფიკაცია საქართველოსათვის" მომზადდა სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლების მიერ. კვლევაში განხილულია, თუ რამდენად ძლიერია კავშირი ეკონომიკურ აქტივობასა და ინფლაციას შორის (ე.წ. ფილიპსის მრუდი).

მიღებული ემპირიული შედეგების მიხედვით, საქართველოს შემთხვევაში ფილიპსის მრუდის დახრილობა შედარებით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნის ინფლაციაზე გავლენა აქ მაინც უფრო დიდია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს მიუთითებს, რომ მაღალი ინფლაციის შემცირების ხარჯი დიდია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლავაც გააგრძელოს პროაქტიული და ადრეული რეაგირება ინფლაციურ მოლოდინებზე. გარდა ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკური აგენტების ნახევარი ინფლაციურ მოლოდინებს იყალიბებს ინფლაციის წარსულზე დაყრდნობით. ეს მიუთითებს, რომ, მიუხედავად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, კვლავაც არსებობს ინფლაციური მოლოდინების მართვის ეფექტურობის კიდევ უფრო გაძლიერდეს შესაძლებლობა.

კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

NS

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

17 თებერვალი, 2020 , 17:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

17 თებერვალი, 2020 , 17:05

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკრ

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`