უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2019 14:15
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან მდგრადი საბანკო ქსელის (Sustainable Banking Network, SBN) წევრია. SBN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 38 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანიზაციასა და საბანკო ასოციაციას აერთიანებს. SBN-ის მიზანია, ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.

„SBN ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც წევრი ქვეყნების ინიციატივების და გატარებული ღონისძიებების სისტემური ანალიზით ეხმარება მათ მდგრადი დაფინანსების განვითარებაში. 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა 2019 წლის გლობალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია SBN-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

გლობალური წლიური ანგარიშთან ერთად ასევე, გამოქვეყნდა ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშები. საქართველოსთვის მიძღვნილი ანგარიში ასახავს SBN და IFC–სთან თანამშრომლობით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგრადი ფინანსების განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. უმთავრეს ნაბიჯს წარმოადგენდა 2019 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის გამოქვეყნებდა.

გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელთა განხორციელებასაც ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. ასევე, IFC-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა განახორციელა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში. მსგავსი დებულებების გათვალისწინება კაპიტალის ბაზრების კორპორაციული მართვის კოდექსშიც ხორციელდება.

ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რაც SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "საწყისიდან" "განვითარების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - კახა საბანაძე

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტი შეამოწმეს და 229 ინსპექტირება

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით - გიორგი გახარია

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმი

მიხეილ ჩხენკელმა ზუსტად იცის რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში - გიორგი გახარია

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხ

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

14 ნოემბერი, 2019 , 10:25

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება

13 ნოემბერი, 2019 , 19:25

საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.  DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოვე