უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ივნისი, 2017 14:10
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 14 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

სებ-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია გაიზარდა და მაისში 6.6 პროცენტს მიაღწია. აქედან, თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის წვლილი 2.6 პროცენტული პუნქტი იყო. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდა დროებითია, წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, ბოლო პერიოდში ინფლაციის მოლოდინებს შემცირების ტენდენცია აქვს. აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია და მშპ-ს ზრდა პოტენციურ დონეზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ინდიკატორები განსხვავებულ სიგნალებს იძლევა. ერთი მხრივ, აპრილში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით, შენელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას. ასევე, იზრდება საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. საგარეო მოთხოვნის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - „საქსტატის“

30 ივნისი, 2020 , 12:10

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდ

ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე - დავით თვალაბეიშვილი

30 ივნისი, 2020 , 12:10

ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედება, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული სექტორისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლებისთვის. ბაზრის დერეგულირება და ლიბერალიზაცია ერთნაი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა

29 ივნისი, 2020 , 16:30

თბილისი. მედიანიუსი. 29.06.20. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. &

ეროვნული ბანკი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 18.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

29 ივნისი, 2020 , 16:30

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სებ-ის მონაცემებით,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე