უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ივნისი, 2018 10:55
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება.

,,მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს და, ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში რეგიონის ფინანსურ ბაზრებზე მაღალია მერყეობა, რომლის ფონზე გაზრდილია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივ შერბილებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.

ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ აპრილში წლიურად 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ ოთხ თვეში კი 5.5 პროცენტი იყო. წინასწარი მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებულზე უფრო მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დააჩქარებს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებას მის პოტენციურ დონესთან.

ეკონომიკის გაჯანსაღების კვალდაკვალ, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის ხუთ თვეში საგრძნობლად დაჩქარდა და, წინასწარი მონაცემებით, 23 პროცენტი შეადგინა, რაც ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, საგარეო სექტორში პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება. წლის დასაწყისიდან მაღალი ტემპებით იზრდება საქონლის ექსპორტი (28 პროცენტი) და ტურისტული შემოსავლები (25 პროცენტი), ასევე ნარჩუნდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (21 პროცენტი).

ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 25 ივლისს გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება

17 აგვისტო, 2018 , 12:55

მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყ

ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება - გიორგი ქობულია

17 აგვისტო, 2018 , 12:55

„ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობული

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

17 აგვისტო, 2018 , 11:45

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნულის გამო გერმანიი

მომავალი კვირიდან პურზე ფასის მატებას ელოდებიან

17 აგვისტო, 2018 , 09:00

1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია, მაშინ, როცა სამი თვის წინ ის 37 ლარი ღირდა. მსოფლიო ბაზრის ტენდენციის მიუხედავად, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა მიმართული, საქართველოში ფქვილი ძვირდება. როგორც გაზეთი

მომავალი კვირიდან პურზე ფასის მატებას ელოდებიან

16 აგვისტო, 2018 , 15:40

1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია, მაშინ, როცა სამი თვის წინ ის 37 ლარი ღირდა. მსოფლიო ბაზრის ტენდენციის მიუხედავად, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა მიმართული, საქართველოში ფქვილი ძვირდება. როგორც გაზეთი

ეროვნული ბანკი აგვისტოს თვის ანალიტიკური ანგარიშებს აქვეყნებს

16 აგვისტო, 2018 , 13:10

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან