უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მაისი, 2017 14:35
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.

,,საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული იმ ცვლილებების შესახებ შეახსენებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში მიიღო და ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა და რომლებიც მეწარმის მიერ ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით მოსაზიდი თანხების მოცულობასა და ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხების ვალუტაზე შეზღუდვების დაწესებას შეეხება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6281-ე მუხლით 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, აიკრძალა მეწარმის ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფის მიერ ნებისმიერი ფორმით ფულადი სახსრების მოზიდვა იმ შემთხვევაში, თუ მოზიდვა ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ხდება და თითო პირისგან მოზიდული თანხა 100 000 ლარზე ნაკლებია. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება ბანკებზე, საკრედიტო კავშირებსა და საბროკერო კომპანიებზე, ასევე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებებზე, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდება 2017 წლის 15 ივლისიდან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ერთის მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები თანხების მოზიდვისას და დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ მიერ მოზიდული სახსრების პორტფელის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შემოწმება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, მეორეს მხრივ კი, მიმართავს თანხების განთავსებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, მხედველობაში მიიღონ მოცემული გარემოება, გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების განთავსებისას და გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიისაგან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად (მაგალითად, სად და როგორ ხდება თანხის დაბანდება, რა გარანტიები არსებობს მათ დადგენილ ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით), მოითხოვონ ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების რაოდენობის შესახებ, რომელთაც მოცემულ კომპანიაში ამა თუ იმ ფორმით განთავსებული აქვთ 100 000 ლარამდე თანხა.

ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით შესული ცვლილების შესაბამისად კი, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს’’, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

პოლიტიკა, მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონსტიტუცია, საყოველთაო-სახალხო განხილვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა დააკონკრეტოს, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში - მამუკა მდინარაძე

ანა მებურიშვილი,მედიანიუსი, 3.05.17 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მიესალმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა დაკონკრეტდეს, რა ფორმით მიიღებს ადმინისტრაცია მონაწილეობას, რომლის შემდეგ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საკვანძო სიტყვები:

აჭარის ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და არა მმართველ პარტიას - „თავისუფალი საქართველო“

18 თებერვალი, 2020 , 15:30

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის კომიტეტი ეხმაურება. კომიტეტის წევრების განცხადებით, დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მითვისების მცდელობებს, რაც არავით

საქართველოს ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსებს ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას განაგრძობს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკი

არჩილ თალაკვაძე პოლიციელებს მადლობას უხდის

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გა

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები განიხილა. კონ

დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან` დილიდან ხმაურია

18 თებერვალი, 2020 , 13:25

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან" დილიდან ხმაურია. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ე.წ. ნ

ვითიბი ბანკის ავტომბილით უზრუნველყოფილი სესხის პირობები გაუმჯობესდა

18 თებერვალი, 2020 , 12:30

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს, სწრაფ და მარტივ სესხს, ავტომობილის უზრუნველყოფით. ახალი პროდუქტის პირობების თანახმად კლიენტს სესხით სარგებლობის შემთხვევაში გადაეცემა 100 ლარის საწვავის ვაუჩერი, პირველი თვის პროცენტი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`