უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ივნისი, 2017 18:45
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი საოპერაციო რისკების მართვის თემაზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, 19-21 ივნისს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია "მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობა" გაიხსნა. შეხვედრის მთავარი მიზანი ფინანსური რისკების მონაცემთა გაერთიანებისა და რისკებზე დაფუძნებული ანგარიშგების პრინციპების განხილვაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის - ნიდერლანდების, ავსტრიის, უნგრეთის, ლატვიის, მაკედონიის, მოლდოვის, თურქეთის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფინანსური ინსტიტუტების ეფექტურ ზედამხედველობაზე:

"მოგეხსენებათ, ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობა ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზე არის დამოკიდებული. გლობალური თვალსაზრისით, ზედამხედველები კომერციული ბანკებისგან აქტიურად მოითხოვენ მათი ოპერაციების მთავარი რისკების შეჯამებას და გაანალიზებას. ამ მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიები და დაკავშირებული მართვის საინფორმაციო სისტემები მხარდამჭერ როლს თამაშობენ. ასევე, ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუცილებელია არსებობდეს ერთიანი მიდგომა სხვადასხვა ფინანსური რისკების ეფექტურად სამართავად, რაც თავის მხრივ გულისხმობს ჰარმონიულ კომუნიკაციას ორგანიზაციის ბიზნეს და საინფორმაციო ტექნოლოგიურ მხარეს შორის.

მინდა ხაზი გავუსვა, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ზედამხედველობას შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების გარდა, საქართველოს ეროვნულმა ბაკმა ახლახან დაიწყო ფინანსური მონაცემების ხარისხის შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების პროცესის შესწავლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციის ორგანიზებისათვის. ევროპული და მსოფლიოს ცენტრალური ბანკები დამოკიდებულნი ვართ მონაცემთა ანალიზზე. ამ საკითხის მნიშვნელობას ამყარებს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ შემუშავებულული დოკუმენტი სახელწოდებით BCBS-239, რომელიც მიზნად ისახავს საფინანსო ორგანიზაციებში რისკებთან დაკავშირებული მონაცემების გაერთიანებისა და ანგარიშგების პროცესების ეფექტიან მართვას. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია და 11 ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი ერთმანეთს მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობის კუთხით არსებულ გამოცდილებას გაუზიარებს", - განაცხადა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის საზედამხედველო მიმართულების ხელმძღვანელმა, ევერტ კონინგმა.

კონფერენციაზე სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ, 2013 წლის იანვარს შემუშავებულ დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავს საფინანსო ორგანიზაციებში რისკებთან დაკავშირებული მონაცემების გაერთიანებასა და ანგარიშგების პროცესების ეფექტიან მართვას.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და საბანკო საზედამხედველო ორგანიზაციის მიდგომები, მონაცემთა ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. ასევე, ბიზნეს უწყვეტობის მართვა და სხვა საოპერაციო რისკები რაც უშუალოდ მონაცემების დამუშავებასა და ანგარიშგების პროცესს უკავშირდება.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი